ფეხბურთი

15:20 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარსელოს შვილმა მადრიდის „რეალთან“ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველის, მარსელოს, 16 წლის ვაჟმა, ენცო ალვეშმა, კლუბთან თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. გარიგების პირობები არ გახმაურებულა, მაგრამ რადგან ენცო „ლოს ბლანკოსის“ აკადემიის აღზრდილია, სავარაუდოდ, შეთანხმება გრძელვადიანი იქნება.

მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ალვეში „რეალის“ 18-წლამდელთა გუნდში თამაშობს და ამ სეზონში უკვე სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი მამა, მარსელო, „სამეფო კლუბში“ 2007 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან „რეალში“ 546 მატჩი ჩაატარა, 38 ბურთი გაიტანა და 104 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ესპანეთის ჩემპიონატის 21 ტურის შემდეგ, „რეალი“ 51 ქულით ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ ერთი ქულით ჩამორჩება.

0.091254