ფეხბურთი

17:08 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეში" ქოჩორაშვილის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება

საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა მის ყოფილ კლუბ "ლევანტეში" დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ლევანტე" ქოჩორაშვილის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს, მათი სურვილია ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიმატონ. ჯერჯერობით "სპორტინგს" ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

თავის მხრივ ადგილსამყოფლის შეცვლით არც ქოჩორაშვილი უნდა იყოს წინააღმდეგი, რადგან ბოლო დროს მას სათამაშო პრაქტიკა საერთოდ აღარ აქვს და ის მთავარი მწვრთნელისთვის მეხუთე არჩევანია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეში" 2020-25 წლებში თამაშობდა, ხოლო გასული სეზონი მისთვის ვალენსიური კლუბის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გიორგი "სპორტინგში" 2025 წელს 6 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

0.090422