კალათბურთი

9:49 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" მოქმედი ჩემპიონიც დაამარცხა, მამუკელაშვილმა 10 ქულა ჩააგდო

NBA-ში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა", კანადელებმა ამჯერად მოქმედი ჩემპიონი "ოკლაჰომა სითი თანდერი" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 103:101 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში 29-ე გამარჯვება ჩაიწერა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და უნდა ითქვას, რომ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩზე ყველაზე დიდი გავლენა კი მეორე მეოთხედმა მოახდინა, რომელიც "ტორონტომ" 9-ქულიანი უპირატესობით მოიგო. საბოლოო ჯამში კანადელებმა ბოლო მეოთხედშიც კარგად ითამაშეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 31:34 წუთი გაატარა რა დროშიც ქართველმა 10 ქულას, 5 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 1 დაფარებას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 6-დან 3 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა ზუსტად, ხოლო ორი სამქულიანიდან ორივე არაზუსტი იყო.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 29 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩშს კი 29 იანვარს "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართავს.

0.158818