ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგო და ოთხეულში დაბრუნდა. ლიამ როსენიორის გუნდმა 23-ე ტურში ლონდონურ დერბიში „კრისტალ პალასს“ 3:1 სძლია.
„არისტოკრატებმა“ მეტოქეს აჯობეს, პირველ ტაიმში ესტევაომ გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში ჟოაო პედრომ, შემდეგ ენცო ფერნანდესმაც, რასაც „პალასმა“ პრესტიჟის გოლით უპასუხა. „ჩელსის“ 37 ქულა აქვს და ჯერჯერობით, მეოთხე ადგილზეა.
„ასტონ ვილმა“ ბოლო ორ ტურში ერთადერთი ქულის შემდეგ „ნიუკასლ იუნაიტედს“ სტუმრად აჯობა. უნაი ემერის გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა, რომლებიც ემილიანო ბუენდიას და ოლი უოტკინსკის აქტივშია და 2:0.
„ასტონ ვილა“ 46 ქულით მესამე ადგილზეა და „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ბურთების ბალანსით ჩამორჩება.
დღესვე, „ნოტინგემ ფორესტმა“ სტუმრად „ბრენტფორდი“ 2:0 დაამარცხა და გადარჩენისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
„კრისტალ პალასი“ – „ჩელსი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ესტევაო (34), 0:2 ჟოაო პედრო (50), 0:3 ფერნანდესი (64, პენ), 1:3 რიჩარდსი (88)
„ნიუკასლი“ – „ასტონ ვილა“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ბუენდია (19), 0:2 უოტკინსი (88)





