„ნაპოლიმ“ „ჰელას ვერონადან“ 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვანე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ჯოვანემ ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო „ვერონამ“ სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ჯოვანემ მიმდინარე სეზონში „ვერონას“ მაისურით 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში „კორინთიანსის“ ღირსებას იცავდა.





