საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა - ალექსანდრე იაშვილმა და ზაზა ზამთარაძემ, საქართველოს ვაჟთა ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბებთან ერთად, დღეს მიხეილ მესხზე მეორე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პირველ სამუშაო შეხვედრაში, ერთიანი სათამაშო კონცეფციის შესახებ, 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ ისაუბრა.
მეორე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კი, 17 და 19-წლამდე ასაკობრივი ჯგუფების მწვრთნელებმა - ვასილ მაისურაძემ, გიორგი ჩიტაურმა და ალექსანდრე კობახიძემ საკუთარი ხედვა პრეზენტაციებით წარადგინეს, სადაც საუბარი ბოლო ოთხწლიან ციკლს მოიცავდა.
მთავარ მწვრთნელებთან ერთად, მეორე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მთავარი მწვრთნელების ასისტენტებმა და ნაკრები გუნდების ანალიტიკოსებმა.
ერთიანი სანაკრებო სათამაშო კონცეფციის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს.
GFF.GE







