ფეხბურთი

20:46 | 24.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ მიმდინარე ბუნდესლიგაში პირველად დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩი „ბაიერნსა“ და „აუგსბურგს“ შორის სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

მასპინძლების მცველმა ჰიროკი იტომ ანგარიში 23-ე წუთზე გახსნა. „აუგსბურგის“ მცველმა არტურ ჩავეშმა ანგარიში მეორე ტაიმის 75-ე წუთზე გაათანაბრა. სტუმარმა ნახევარმცველმა ჰან-ნოა მასენგომ თავისი გუნდი კი 81-ე წუთზე დააწინაურა.

გერმანიის ჩემპიონატში 19 მატჩის შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნს“ 50 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. 19-ქულიანი „აუგსბურგი“ მე-13 ადგილზეა.

შემდეგ რაუნდში „ბაიერნი“ 31 იანვარს „ჰამბურგს“ დაუპირისპირდება, ხოლო იმავე დღეს „აუგსბურგი“ „ზანქტ-პაულის“ შეხვდება

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-19 ტური. 24 იანვარი: ჰაიდენჰაიმი - ლაიპციგი 0:3, მაინცი - ვოლფსბურგი 3:1, ლევერკუზენი - ვერდერი 1:0, ბაიერნი - აუგსბურგი 1:2, აინტრახტი - ჰოფენჰაიმი 1:3, უნიონ ბერლინი - დორტმუნდი მოგვიანებით გაიმართება

0.09329