ფეხბურთი

20:02 | 24.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის გამარჯვების გოლი სერია B-ში

იტალიის სერია B-ს 21-ე ტურში „ფროზინონემ“ „რეჯანას“ უმასპინძლა, რომელიც გიორგი კვერნაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

დაძაბული მატჩის ბედი ქართველი შემტევის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეტოქის კარი 57-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით დალაშქრა - 1:0. მას გოლის გატანა მანამდეც შეეძლო: ერთხელ მეკარემ აუღო, ერთხელ ბურთი ხარიხას მოხვდა, ერთხელაც, ძალიან მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს. გიორგი მოედანზე 86-ე წუთამდე იყო.

კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ფროზინონე“ 21 ტურის შემდეგ სერია B-ში 45 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 31 იანვარს, „ენტელას“ სტუმრად შეხვდება.

0.166621