ტურინის „იუვენტუსი“ სტამბოლის „ფენერბაჰჩედან“ მაროკოელ ფორვარდს, იუსეფ ენ ნესირის იმატებს.
მხარეები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და უახლოეს საათებში წესით, ტრანსფერი უნდა დადასტურდეს. 28 წლის მაროკოელი „იუვეს“ სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.
ტურინელები იჯარაში 5 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო სურვილის შემთხვევაში გამოსყიდვა 19 მილიონად შეეძლებათ. „იუვე“ მანამდე „კრისტალ პალასიდან“ ჟან-ფილიპ მატეტას შეძენას ცდილობდა და ინგლისურ გუნდს 30 მილიონი ევროც შესთავაზა, მაგრამ ლონდონელებმა 40 მილიონი მოითხოვეს. ამიტომაც, იტალიურმა გრანდმა არჩევანი ენ ნესირიზე გააკეთა.
იუსეფ ენ ნესირიმ „ფენერბაჰჩეში“ 2024 წლიდან 77 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მანამდე მთელი კარიერა ესპანეთში აქვს გატარებული, სადაც „სევილიაში“ (196 მატჩში 73 გოლი), „ლეგანესსა“ (53 მატჩი, 15 გოლი) და „მალაგაში“ (41 მატჩი, 5 გოლი) ითამაშა. მაროკოს ნაკრებში მის აქტივში 92 თამაშში 25 გოლია.





