ინგლისელი ფორვარდი ტამი აბრაჰამი სამშობლოსა და „ასტონ ვილაში“ ბრუნდება. „ბეშიქთაშსა“ და ბირმინგელებს შორის შეთანხება მიღწეულია.
აბრაჰამი „ვილა პარკზე“ 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდება და კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
ტამი აბრაჰამი „ასტონ ვილაში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და 40 მატჩში 26 გოლი გაიტანა, რითაც გუნდს პრემიერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში მან „ბეშიქთაშში“ 26 თამაშში თავი 13-ჯერ გამოიჩინა.
კარიერის განმავლობაში ინგლისელს „ჩელსიში“, „ბრისტოლ სიტიში“, „სუონსიში“, „რომასა“ და „მილანშიც“ უთამაშია.





