„ნოტინგემ ფორესტმა“ „ნაპოლიდან“ ლორენცო ლუკა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელი ინგლისურმა კლუბმა სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატა, რომლის ღირებულება 1 მილიონი ევროა, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება „ფორესტს“ 35 მილიონ ევროდ ექნება.
ლორენცო ლუკა „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს „უდინეზედან“ 35 მილიონად შეიძინა და 23 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ვიჩენცაში“, „პალერმოში“, „პიზაში“, „აიაქსსა“ და „უდინეზეში“ უთამაშია.





