23 წლის იტალიელი ფეხბურთელი ედოარდო ბოვე კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელი ფეხბურთელი "უოტფორდს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 5.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის 2031-წლამდე იქნება ძალაში.
ცნობისთვის, ბოვეს 2024 წლის დეკემბერში, „ფიორენტინაში“ „რომადან“ იჯარით თამაშის დროს გულის შეტევა დაემართა, მოგვიანებით კი დეფიბრილატორი დაუმონტაჟეს, რის გამოც ქვეყნის ჯანდაცვის კანონმდებლობის გამო იტალიაში ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლო.







