სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:14 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ რუბენ ნევეშის დამატებას განიხილავს

მადრიდის „რეალი“ პორტუგალიელი ნახევარმცველის, რუბენ ნევეშის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. არსებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი მზად არის „ალ-ჰილალი“ დატოვოს და ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდეს.

ესპანური გამოცემა As-ის მიხედვით, "სამეფო კლუბი" პორტუგალიელის დამატებას განიხილავს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. რუბენ ნევეში 2026 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მადრიდელებს მისი უფასოდ დამატების პრესპექტივა ძალიან მოსწონთ.

შეგახსენებთ, რომ ნევეში "ალ-ჰილალში" 2023 წლიდან თამაშობს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და თავი 8 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.160596