NBA-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო გოგა ბითაძეს "ორლანდო მეჯიქმა", რომელიც ამჯერად საკუთარ მოედანზე "შარლოტ ჰორნეტსთან" 97:124 დამარცხდა.
"ორლანდომ" შეხვედრა თავიდანვე ცუდად დაიწყო და სამი მეოთხედი უშანსოდ დათმო, ბოლო პერიოდში მასპინძლებმა მეტოქეს 30:27 აჯობეს, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამრიგად "ორლანდო" მიმდინარე სეზონში მე-20 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 11:32 წუთი გაატარა. სამწუხაროდ ქართველმა ცენტრმა შეხვედრა უქულოდ დაასრულა, გოგას მონაგარი 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 23 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 25 იანვარს "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.







