ბოლო დროს გაუარესებული კლიმატური პირობების გამო, crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო.
XIII ტურის თამაშები 30 იანვარს უნდა განახლებულიყო, დღევანდელი მოცემულობით კი ჩემპიონატი 6 თებერვლიდან დაბრუნდება. ამ დღეს დედაქალაქურ დერბიში ‘არმია’ ‘წიქარას’ „რაგბი პლატოზე“, 15 საათზე დაუხვდება.
7 თებერვალს ორი თამაშია ჩანიშნული: სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ გორის ‘გორს’ „ავჭალაზე“ 14 საათზე ეთამაშება; ხოლო თბილისის ‘ხვამლი’ ქუთაისის ‘აიას’ „ხვამლი არენაზე“ 16 საათზე უმასპინძლებს.
ტური 8 თებერვალს ასევე ორი შეხვედრით დასრულდება: ‘არესი’ ქუთაისის „აია არენაზე“ რუსთავის ‘ხარებს’ 14 საათზე უმასპინძლებს; 16 საათზე კი თბილისის ‘ლელო’ „ლელო არენაზე“ ‘ბათუმს’ მიიღებს.







