საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ აკაკი გიუნაშვილი დაიმატა. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია.
20 წლის ცენტრალური მცველი ბოლოს ფოთის კოლხეთის ღირსებას იცავდა, მანამდე კი იტალიურ ფროზინონეში ასპარეზობდა. გიუნაშვილი ასევე საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრია.
ცნობისთვის, "იბერიამ" უკვე მეოთხე ტრანსფერი განახორციელა, აკაკი გიუნაშვილის გარდა, თბილისურმა კლუბმა ზვიად ნაჭყებია, ანდრია ბართიშვილი და პაატა ღუდუშაური დაიმატა.





