ფეხბურთი

14:39 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" პორტუგალიური "ეშტორილიდან" ფლანგის მცველი დაიმატა

22 წლის ბრაზილიელი ფლანგის მცველი ლეონარდუ სანტუში "დინამო თბილისსში" ითამაშებს. ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

ფეხბურთელი უკვე საქართველოში იმყოფება და ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი. ლეონარდუ პორტუგალიური "ეშტორილის" 23 წლამდელთა გუნდში თამაშობდა. "ეშტორილსა" და "დინამოს" შორის ურთიერთობა ზაფხულში, ნოდარ ლომინაძის ტრანსფერის შემდეგ გაღრმავდა და მომავალშიც საინტერესო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ლეონარდუ დოშ სანტუშ ლოპეს და სილვა ბრაზილიური ფ"ლამენგუს" და "კორინთიანსის" აღზრდილია, ასევე თამაშობდა "ატლეტიკუ მინეირუს" ახალგაზრდულ გუნდში.

0.165814