ფეხბურთი

18:25 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნოლდმა "რეალი" შესაძლოა ზაფხულში დატოვოს

ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდამ შესაძლოა მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას MatchDay Central-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" დატოვება თავად ინგლისელ ფეხბურთელს სურს, რადგან ფიქრობს რომ კლუბმა მისთვის მიცემული პირობები დაარღვია და არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა. არნოლდი მზადაა კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელოს და როგორც ირკვევა მის აგენტს გარკვეული მოლაპარაკებები "რეკორდმაისტერებთან" უკვე დაწყებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი "რეალში" 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მას მიმდინარე სეზონში 11 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.165309