ფეხბურთი

20:17 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცში" მწვრთნელი შეცვალეს

გიორგი წიტაიშვილსა და გიორგი აბუაშვილს „მეცში“ ახალი მწვრთნელი ჰყავთ. როგორც ფრანგული კლუბი იტყობინება, სტეფან ლე მინიანი გაათავისუფლეს, ხოლო მის ნაცვლად ბენუა ტავენო დანიშნეს.

ტავენო ბოლოს „ბასტიაში“ მუშაობდა, ხოლო იქამდე „დიჟონის“ მთავარი მწვრთნელი იყო. მას 3 წლის განმავლობაში „მეცშიც“ აქვს ნამუშევარი, მაგრამ მეორე მწვრთნელად.

სტეფან ლე მინიანი „მეცს“ 2024 წლიდან ხელმძღვანელობდა და კლუბი ლიგა 1-ში დააბრუნა, მაგრამ მიმდინარე სეზონში „გრენატი“ ცუდად თამაშობს: 18 ტურში მხოლოდ 12 ქულა მოიპოვა (3 მოგება, 3 ფრე), რის შედეგადაც, ბოლო ადგილზეა.

ბენუა ტავენოს დებიუტი „მეცში“ 25 იანვარს, „ლიონთან“ საშინაო მატჩში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.08843