იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „ინტერმა“ სტუმრად „უდინეზე“ 1:0 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის ბედი ლაუტარო მარტინესის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მე-20 წუთზე დაამწუხრა მეტოქე. „უდინეზეს“ რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონია და უშანსოდ წააგო.
საბა გოგლიჩიძე სათადარიგო სკამზე იყო. 29 ოქტომბრის შემდეგ, როცა „იუვენტუსთან“ მან ორი პენალტი აიკიდა, მხოლოდ ერთი წუთი აქვს ნათამაშები 13 მატჩში... რთული მდგომარეობა აქვს, მწვრთნელი საერთოდ აღარ ენდობა. სულ საბას მიმდინარე სეზონში სერია A-ში 7-ჯერ აქვს ნათამაშები.
„უდინეზე“ 26 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ვერონას“ შეხვდება, ხოლო „ინტერი“ 49 ქულით პირველია და შემდეგ შეხვედრას საკუთარ მოედანზე „პიზასთან“ გამართავს.





