სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:55 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოას პირველი მოგება "რეალში"

ესპანეთის ლა ლიგის მეოცე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ლევანტეს“ უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ „სანტიაგო ბერნაბეუ“ თავის ფეხბურთელებს სტვენით დახვდა. პირველ ტაიმში „ლევანტემ“ მეტოქეს არაფერი დაუთმო, მაგრამ მეორე ნახევარში, 7-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაუშვა.

ანგარიში კილიან მბაპემ პენალტით გახსნა, რასაც რაულ ასენსიოს გოლი მოჰყვა და ალვარო არბელოამ „რეალის“ მწვრთნელის რანგში პირველი თამაში მოიგო.

„რეალი“ 48 ქულით ლა ლიგაში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 იანვარს, „ვილიარეალს“ ესტუმრება.

0.089869