„კრისტალ პალასის“ ფორვარდი ჟან-ფილიპ მატეტა შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო ფეხბურთელი თანახმაა ახლავე შეუერთდეს იტალიურ გრანდს და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
„იუვენტუსის“ სურვილია 28 წლის ფრანგი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატოს. ტრანსფერზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
მატეტა "ბიანკონერის" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მოსწონს და ფიქრობს, რომ ფრანგის სათამაშო უნარები მის გუნდს კარგად მოერგება.
ჟან-ფილიპ მატეტა „კრისტალ პალასში“ 2021 წლიდან თამაშობს და 149 მატჩში 48 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში, „ლე ავრის“, „ლიონის“ და „შატორუს“ ღირსებას იცავდა. მატეტას საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 2025 წელს ჰქონდა და სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.







