26 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი დონიელ მალენი "ასტონ ვილადან" იჯარის წესით კარიერას "რომაში" გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.
მალენი იტალიურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება, თუმცა "რომას" ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. როგორც ცნობილი ხდება, ბირმინგემული კლუბი იჯარაში 2 მილიონს მიიღებს, ხოლო გამოსყიდვის შემთხვევაში 25 მილიონს.
შეგახსენებთ, რომ დონიელ მალენი „ასტონ ვილაში“ 2025 წლის იანვრიდან თამაშობს და 46 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „დორტმუნდის“ და პსვ ეინდჰოვენის რიგებში გამოდიოდა.





