ნიდერლანდების თასის მერვედფინალში ამსტერდამის „აიაქსი“ „ალკმაართან“ 0:6 განადგურდა და ტურნირს გამოეთიშა.
შესანიშნავი იყო „ალკმაარის“ ირლანდიელი ფორვარდი ტროი პაროტი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„აიაქსს“ საშინელი სეზონი აქვს: ერედივიზიონში 33 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ პსვ-ს 16 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფაზის ექვს ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა.







