გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „კიოლნს“ ესტუმრა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
41-ე წუთზე „კიოლნი“ ლინტონ მაინას გოლით დაწინაურდა, მაგრამ მალევე სერჟ გნაბრიმ გაათანაბრა და ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში „რეკორდმაისტერმა“ ორჯერ გაიტანა: თავი კიმ მინ-ჯემ და ლენარტ კარლმა გამოიჩინეს და 3:1.
„ბაიერნი“ ზამთრის ჩემპიონია, 47 ქულა აქვს (15 მოგება, 2 ფრე) და უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ 11 ქულით უსწრებს. ნახევარ სეზონში ვენსან კომპანის გუნდმა 66 გოლი გაიტანა, მხოლოდ 17 მატჩში - წარმოუდგენელი შედეგია.





