ფეხბურთი

0:36 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი დაიმატა

ლეგენდარული შვედი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი მაქსიმილიან იბრაჰიმოვიჩი „მილანიდან“ კარიერას „აიაქსში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მაქსიმილიანი „აიაქსს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რომლის საფასური 3.5 მილიონი ევრო იქნება.

19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 2025 წლიდან „მილანის“ მეორე გუნდში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი არ ჰქონია. ზლატანი „მილანში“ თამაშობდა და ამჟამად მუშაობს, ხოლო „აიაქსსაც“ კარგად იცნობს, საიდანაც ის ფართო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.

ასე რომ, ახლა, მისი შვილიც ნიდერლანდურ კლუბში ეცდება თავის გამოჩენას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171723