ტურინის „იუვენტუსი“ ვიგოს „სელტასა“ და ესპანეთის ნაკრების მცველის, ოსკარ მინგესას შეძენას უახლოვდება.
ნიკოლო სკირას ცნობით, ფეხბურთელთან ოთხწლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ ახლა „სელტას“ უნდა მოურიგდეს, რომელსაც 4 მილიონ ევროს სთავაზობს.
მინგესას ღირებულება ასეთი დაბალი იმიტომაა, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, რომელსაც არ გაახანგრძლივებს და ვიგოელები ახლა თუ არ გაყიდიან, ზაფხულში უფასოდ დაკარგავენ. „იუვეს“ სწორედ ზაფხულში სურდა უფასოდ მისი დამატება, მაგრამ ცდილობს დრო მოიგოს და სხვა გუნდების კონკურენციაც დაძლიოს - ამიტომ, გალისიელებს 4 მილიონი ევრო შესთავაზა.
ოსკარ მინგესა „ბარსელონას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 66 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო 2022 წლიდან „სელტაში“ თამაშობს, სადაც 121 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.





