საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "იბერია 1999" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და უკვე ორი ტრანსფერი განახორციელა.
დედაქალაქურმა კლუბმა ანდრია ბართიშვილი და პაატა ღუდუშაური დღეს ოფიციალურად წარადგინა.
ბართიშვილი ბოლოს ფოთის კოლხეთის ღირსებას იცავდა. 16 წლის შემტევი საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებების წევრია. რაც შეეხება პაატა ღუდუშაურს, ის გასულ სეზონში "ქუთაისის ტორპედოში" ასპარეზობდა, სადაც 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.





