ფეხბურთი

0:53 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინომ" საბა საზონოვი ტრანსფერზე დააყენა

„ტორინოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა პეტრაკიმ იტალიურ მედიასთან თქვა, რომ საბა საზონოვი ტრანსფერზე დააყენეს.

„რომასთან“ იტალიის თასის მატჩის განაცხადში ქართველი მცველი ვერ მოხვდა, რასაც „ხარების“ მენეჯერმა ამგვარად უპასუხა:

„საზონოვი, ასლანი და ნკუნკუ ტრანსფერზე დავაყენეთ, სხვების არყოფნის მიზეზი კი ფიზიკური პრობლემებია. ამ მომენტში გუნდში 32 ფეხბურთელი გვყავს, ჯერ ვიღაც უნდა წავიდეს, რომ ახალი ფეხბურთელის დამატება შევძლოთ“, - განაცხადა პეტრაკიმ.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასული სეზონი „ემპოლიში“ იყო განათხოვრებული, სადაც საერთოდ არ უთამაშია, რადგან მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.

ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საზონოვი „ხეტაფეში“ გადადიოდა, მაგრამ გარიგება ბოლოს ჩაიშალა, რის გამოც „ტორინოში“ დარჩენა მოუწია, სადაც ის სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.16139