მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი სერია A-ში დაბრუნდება, მაგრამ არა „რომაში“, რაზეც რამდენიმე დღე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, არამედ - „ატალანტაში“.
25 წლის ფორვარდი ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ატალანტასთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს. ტრანსფერის ღირებულება 22 მილიონი ევროა.
„რომას“ სურდა რასპადორის შეძენა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა „ჯალოროსიში“ გადასვლაზე. თავის მხრივ, ის „ნაპოლიში“ დასაბრუნებლად მზად იყო, მაგრამ ნეაპოლელებს მისი დაბრუნება მხოლოდ იჯარით სურდათ, რის გამოც „ატალანტამ“ აჯობა, რომელმაც იტალიელი ესპანური კლუბისგან გამოსყიდა.
ჯაკომო რასპადორი „ატლეტიკოს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ დიეგო სიმეონეს თავი ვერ მოაწონა, 15 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და იტალიაში დაბრუნდება, სადაც „სასუოლოსა“ და „ნაპოლიში“ უთამაშია.





