სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:25 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ჩაბი ალონსოს გამო ვწუხვარ, ანჩელოტის შეცვლა ადვილი არაა"

იურგენ კლოპს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ, მაგრამ გერმანელი სპეციალისტი ჯერჯერობით, სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არ აპირებს.

როგორც კლოპმა აღნიშნა, კარლო ანჩელოტის შეცვლა ადვილი არ არის:

„როდესაც გუნდში მიდიხარ ისეთი ლეგენდისა და წარმოუდგენლად ნიჭიერი მწვრთნელის, როგორიც კარლო ანჩელოტია, რომელიც ძალიან თავისებურად ახერხებდა სიტუაციის მართვას და შენ ახალი წესების შემოღებას ცდილობ, ყველაფერი ძალიან რთულდება. ძალიან ვწუხვარ ჩაბის გამო, რადგან მას შესანიშნავ მწვრთნელად მივიჩნევ.

რაც მოხდა, ჩემთვის არანაირ გავლენას არ ახდენს და არაფერს ნიშნავს. მწვრთნელთა ბაზარი ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის. ცუდი იდეა არ არის ყველაფრის შორიდან დაკვირვება, ამ ეტაპზე მწვრთნელობას არ ვაპირებ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალში“ ჩაბი ალონსო ალვარო არბელოამ შეცვალა, თუმცა ჯერ უცნობია, ის დროებითი მწვრთნელია თუ „სამეფო კლუბმა“ არჩევანი მასზე საბოლოოდ გააკეთა.

0.090722