ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა მამადუ სახომ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ამრიგად, სახოს ბოლო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ გამოდგა, სადაც მან 2024-2025 წლებში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კარიერის საუკეთესო წლები სახომ „პარი სენ-ჟერმენში“ 2007-2013 წლებში გაატარა, რომლის მაისურით 201 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ფრანგი ასევე თამაშობდა „ლივერპულში“, „კრისტალ პალასსა“ და „მონპელიეში“, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 29 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.





