NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „ფილადელფიას“ უმასპინძლა და 102:115 დამარცხდა.
სტუმრებმა პირველ ტაიმში 29-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვეს და გამარჯვება მოიპოვეს.
მამუკელაშვილმა 21 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ 5-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
„ფილადელფიას“ გამარჯვება ტაირის მაქსის (33 ქულა) და ჟოელ ემბიდის დამსახურებაა (27 ქულა, 8 მოხსნა), რომლებმაც შესანიშნავად ითამაშეს.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 მოგებით და 17 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს, სტუმრად „ინდიანასთან“ გამართავს.







