სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:22 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" 5:0 და კიდევ უფრო ახლოს ლიდერებთან

იტალიის სერია A-ს მეოცე ტური ტურინში, "იუვენტუსის" და "კრემონეზეს" მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.

ბოლო დროს, ლუჩანო სპალეტის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, წაუგებელი სერია აქვს და ზოგადად, რაც ის გუნდშია, "იუვე" ყველა ტურნირზე ერთადერთხელ დამარცხდა. შედეგების გარდა, ტურინული გრანდის თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა და კიდევ ერთი მატჩი მოიგო დამაჯერებლად, ლამაზად.

"იუვე" მე-15 წუთზე უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა გლეისონ ბრემერის და ჯონათან დევიდის გოლებით. კანადელმა კონტრშეტევის შედეგად გაიტანა, რომელიც ხეფრენ ტურამმა შესანიშნავად განავითარა. პირველი ტაიმის მიწურულს თავისი გოლი ქენან ილდიზმაც შეაგდო, რომელმაც პენალტი ვერ დაარტყა ზუსტად, მაგრამ დამატებაზე აღარ შემცდარა.

მეორე ტაიმში სპალეტის ბიჭებმა კიდევ გაიტანეს. დასაწყისში იყო ფილიპო ტერაჩანოს ავტოგოლი, ხოლო შემდეგ ვესტონ მაკკენიმ სხვაობა ხუთამდე გაზარდა - საბოლოოდ, 5:0. "კრემონეზეს" რიგებში არ უთამაშია დაჩი ლორთქიფანიძეს, რომელიც ისევ სათადარიგო სკამზე დარჩა.

"იუვემ" სპალეტის ხელში სერია A-ში 24 ქულა მოიპოვა და ამ პერიოდში უკეთესი შედეგი მხოლოდ "ინტერს" აქვს, რომლის აქტივში 25 ქულაა. გარდა ამისა, "ბიანკონერიმ" 2018 წლის 4 თებერვლის შემდეგ პირველად მოახერხა სერია A-ში მინიმუმ 5 გოლის გატანა (მაშინ "სასუოლოს" 7 გოლი გაუტანა).

"იუვენტუსმა" 39 ქულა დააგროვა და მესამე-მეოთხე ადგილებს "ნაპოლისთან" ერთად იყოფს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. "ბიანკონერი" მომდევნო ტურში 17 იანვარს, "კალიარის" ესტუმრება. "კრემონეზე" 22 ქულით მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099159