საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „ალ-ჰილალს“ ესტუმრა და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
ჟორჟე ჟეზუშის გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, 10 ტურში 10-ჯერ იმარჯვა, მაგრამ ბოლო ოთხ ტურში ერთადერთი ქულა და ზედიზედ სამი წაგება. არადა, „ალ-ნარსმა“ ეს თამაშიც კარგად დაიწყო. 42-ე წუთზე კინგსლი კომანის პასით რონალდუმ გაიტანა და თავისიანები დააწინაურა.
თუმცა, მეორე ნახევარში სიმონე ინძაგის „ალ-ჰილალმა“ დააქამბექა. ანგარიში სალემ ალ დავსარიმ პენალტით გაათანაბრა, შემდეგ მოჰამედ კანომ დააწინაურა მასპინძლები, ხოლო საბოლოო ანგარიში პენალტით რუბენ ნევეშმა დააფიქსირა - 3:1.
„ალ-ჰილალი“ 38 ქულით ლიდერობს საუდი პრო ლიგას და „ალ-ნასრი“ მას უკვე 7 ქულით ჩამორჩება, რაც დიდი ჩამორჩენაა.
კრიშტიანუ რონალდუ ბომბარდირთა დავას 15 გოლით ლიდერობს, ხოლო 1000-გოლიან ნიშნულამდე 41 გოლი რჩება, რადგან დღეს კარიერაში 959-ე გოლი გაიტანა.







