მადრიდის „რეალმა“ ჩაბი ალონსო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესი უკმაყოფილო ალონსოს მუშაობით, რაც სიმართლე გამოდგა - ის სამსახურიდან გაუშვა.
უკვე ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობაც: „რეალი“ ალვარო არბელოას ჩააბარეს, რომელიც კლუბს კარგად იცნობს, რადგან ბოლო სამი წელი მეორე გუნდში მუშაობდა, ხოლო 2009-2016 წლებში მადრიდულ გრანდში 238 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ჩაბი ალონსოს, მან გუნდში 232 დღე იმუშავა და გუნდს მხოლოდ 34 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც „რეალმა“ 24 მოიგო, ოთხჯერ ფრეს დასჯერდა და ექვსჯერ დამარცხდა. სტატისტიკურად ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ პერესი პირველ რიგში გუნდის თამაშის ხარისხით იყო უკმაყოფილო. გარდა ამისა, ალონსოს ფეხბურთელებთან იდეალური ურთიერთობა არ ჰქონდა და კონფლიქტების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.
კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ „რეალმა“ ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ ხუთქულიანი უპირატესობა გაანიავა და 19 ტურის შემდეგ ისტორიულ მეტოქეს ოთხი ქულით ჩამორჩება, რასაც ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსასთან“ მორიგი მარცხი მოჰყვა.
ამრიგად, მადრიდის „რეალს“ ამიერიდან არბელოა უხელმძღვანელებს, რომლისთვისაც ეს დიდ ფეხბურთში, როგორც მწვრთნელისთვის, პირველი გამოწვევაა.
ჩაბი ალონსომ „რეალი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა, „ლევერკუზენში“ შესანიშნავი მუშაობის შემდეგ, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა.





