ფეხბურთი

23:59 | 12.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" "მარსელის" და "ასტონ ვილას" ფეხბურთელებს დაიმატებს

„რომას“ „მარსელიდან“ რობინიო ვასის და „ასტონ ვილადან“ დონიელ მალენის დამატება სურს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვასის შემთხვევაში „რომა“ მზადაა „მარსელს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო მალენის დამატებას იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით გეგმავს. ორივე შემთხვევაში შეთანხმების დიდი შანსია. რომაელები „ასტონ ვილას“ უკვე მოურიგდნენ კიდეც, მაგრამ ახლა მალენის თანხმობაა საჭირო. ორივე ფეხბურთელთან პირადი პირობების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

18 წლის რობინიო ვასმა მიმდინარე სეზონში „მარსელის“ მაისურით 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

დონიელ მალენი „ასტონ ვილაში“ 2025 წლის იანვრიდან თამაშობს და 46 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „დორტმუნდის“ და პსვ ეინდჰოვენის რიგებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091732