ტურინის „იუვენტუსს“ ვიგოს „სელტას“ და ესპანეთის ნაკრების მცველის, ოსკარ მინგესას შეძენა სურს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „იუვე“ იმ ხუთ გუნდს შორისაა, რომლებიც მინგესას დამატებას აპირებენ. ტურინელები ზაფხულში ფეხბურთელის უფასოდ დამატებით არიან დაინტერესებული, რადგან მინგესას ვიგოელებთან კონტრაქტი ეწურება, რომელსაც არ განაახლებს.
თუმცა, იანვარში გარიგების მოლოდინიც შესაძლებელია, მაგრამ იანვრისთვის პრობლემა ისაა, რომ „სელტას“ არ სურს ახლა ფეხბურთელის გაყიდვა, რადგან ტრანსფერის 50% „ბარსელონას“ უნდა გადაუხადოს. „სელტაში“ ურჩევნიათ, რომ ის სეზონის ბოლომდე შეინარჩუნონ და შემდეგ უფასოდ გაუშვან.
ოსკარ მინგესა „ბარსელონას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 66 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო 2022 წლიდან „სელტაში“ თამაშობს, სადაც 121 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.





