გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლა, რომელიც 8:1 გაანადგურა.
30-ე წუთამდე 1:1 იყო, შემდეგ ბავარიელებმა მეტოქეს ძალიან აჯობეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რომელიც 6:0 მოიგეს. დუბლი შეასრულა მაიკლ ოლისემ, თითოჯერ ლუის დიასმა, ჰარი კეინმა, რაფაელ გერეირომ და ლეონ გორეცკამ გაიტანეს, ორი გოლიც სტუმრებმა თავის კარში შეაგდეს.
„ბაიერნს“ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ბუნდესლიგაში, უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ 11 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 14 იანვარს, „კიოლნს“ ესტუმრება.





