კალათბურთი

22:21 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 4 და ბექა ბურჯანაძის 9 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-15 ტურში „ბარსელონამ“ „გრანადას“ უმასპინძლა, რომელთანაც პრობლემების გარეშე 108:71 დაამარცხა.

თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე მოედანზე იყვნენ. შენგელიამ 14 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 1 ორქულიანი და 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ბურჯანაძემ 19 წუთში თავის გუნდს 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ისროლა ზუსტად.

„ბარსელონა“ 11 გამარჯვებით და 4 მარცხით მესამე საფეხურზეა და 18 იანვარს „ბურგოსს“ შეხვდება, ხოლო „გრანადა“ 1 მოგებით და 14 წაგებით ბოლო პოზიციაზეა, 17 იანვარს კი „უნიკახას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094464