რაგბი

23:29 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილის ლელო ჩემპიონთა თასზე

ჩემპიონთა თასის მესამე ტურში დავით ნინიაშვილის „სტად ლა როშელი“ სტუმრად „ლენსტერთან“ დაძაბულ ბრძოლაში 24:25 დამარცხდა, ხოლო ქართველი მორაგბე ლელოთი გამოირჩა.

29-ე წუთზე ნინიაშვილმა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა, რითაც თავის გუნდს პირველი ქულები შესძინა და ანგარიში შეამცირა (5:12). სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფრანგული გუნდის ქამბექი, რომელიც საბოლოოდ მაინც არ შედგა.

მატჩის ბედი 83-ე წუთზე მასპინძელთა გატანილი ჯარიმით გადაწყდა და „ლა როშელი“ ერთი ქულის სხვაობით დამარცხდა.

„ლა როშელი“ ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 იანვარს, „ჰარლეკინსს“ უმასპინძლებს.

0.090392