ფეხბურთი

17:00 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელი ფეხბურთს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უბრუნდება

მარიო ბალოტელი ფეხბურთს უბრუნდება. 35 წლის იტალიელი თავდამსხმელი ბოლო დროს უგუნდოდ იყო, მაგრამ კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს.

ნიკოლო სკირას ცნობით, ბალოტელი „ალ იტიფაქთან“ კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ის სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და შემდეგ ხელშეკრულებაც გაფორმდება.

მარიო ბალოტელი ბოლოს „ჯენოას“ ღირსებას იცავდა, მანამდე უამრავ გუნდში ითამაშა - „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“, „მილანი“, „ლივერპული“, „ნიცა“, „მარსელი“, „ბრეშა“, „მონცა“, „ადანა დემირსპორი“ და „სიონი“, ხოლო იტალიის ნაკრებში 2010-2018 წლებში 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091939