სხვა

15:14 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობა და მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლისთვისაც გუნდის შემადგენლობა ცნობილია.

1. ირაკლი რაზმაძე 2. საბა ტყეშელაშვილი 3. ვატო დადვანი 4. ნიკა შუშიაშვილი 5. ანდრო ბითაძე 6. დუშან ვასიჩი 7. სანდრო ადეიშვილი 8. იოვან სარიჩი 9. რევაზ იმნაიშვილი 10. გიორგი მაგრაქველიძე 11. ველიკო ტანკოსიჩი 12. სტეფან პიეშივაცი 13. გიორგი გვეტაძე 14. ანდრია ვლაოვიჩი 15. ლუკა ჩიქოვანი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 11 იანვარს, 23:30 საათზე საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება, 13 იანვარს, 15:45 საათზე ხორვატიას დაუპირისპირდება, ხოლო 15 იანვარს, 21:00 საათზე სლოვენიას გაეჯიბრება. ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე იქნება.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატი იქნება, საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო ნაკრები გავა, ოთხი ჯგუფის ბოლოადგილოსნები კი ტურნირზე ბოლო ოთხი ადგილის განაწილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178828