ფეხბურთი

2:00 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "ჯენოასთან" წაგებას გადაურჩა

იტალიის სერია A-ს მე-19 ტური „მილანისა“ და „ჯენოას“ მატჩით დასრულდა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. „ჯენოა“, რომელიც აუტსაიდერთა შორისაა, 28-ე წუთზე ლორენცო კოლომბოს გოლით დაწინაურდა.

დანიელე დე როსის გუნდი ძალიან ახლოს იყო სენსაციურ გამარჯვებასთან, თანაც, ორჯერ: „მილანმა“ 92-ე წუთზე რაფაელ ლეაოს წყალობით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ამის მიუხედავად, უფრო ახლოს მოგებასთან „ჯენოა“ იყო, ვიდრე „როსონერი“. 98-ე წუთზე სტუმრებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ ნიკოლაე სტანჩუმ იდეალური შანსი ხელიდან გაუშვა, ბურთი კარს ააცილა და ფრე - 1:1.

„მილანს“ სერია A-ში პირველი ტურის შემდეგ ისევ არ წაუგია, 39 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 იანვარს, „ფიორენტინას“ ესტუმრება. „ჯენოა“ 16 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.

თეგებიმილანი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.087474