ფეხბურთი

1:00 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მადრიდული დერბი მოიგო და ესპანეთის სუპერთასის ფინალშია

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალშია. ჩაბი ალონსოს გუნდმა ნახევარფინალში „ატლეტიკო“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„რეალი“ სწრაფად დაწინაურდა: მეორე წუთზე ანგარიში ფედერიკო ვალვერდემ გახსნა და „სამეფო კლუბი“ წინ გავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში როდრიგომ სხვაობა გააორმაგა, რასაც სამ წუთში ალექსნდერ სორლოთმა უპასუხა, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდისთვის ეს მაქსიმუმი გამოდგა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ესპანეთის სუპერთასის ფინალში 11 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე „ელ კლასიკო“ შედგება, რომელშიც, რა თქმა უნდა, „ბარსელონა“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169356