ფეხბურთი

22:42 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" "ატლეტიკოს" თავდამსხმელს დაიმატებს

„რომა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ჯაკომო რასპადორის ტრანსფერს უახლოვდება.

მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და რომაელები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში გარიგებას დახურავენ.

რასპადორი „რომას“ იჯარით შეუერთდება, რომელიც იტალიელებს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ხოლო მისი გამოსყიდვის უფლება 20-30 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

„ატლეტიკომ“ რასპადორი გასულ ზაფხულს „ნაპოლიდან“ 25 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა, 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.087877