ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელ თომას ფრანკს თავის მართლება მოუწია, თუ რატომ დალია ყავა ჭიქიდან, რომელზეც „არსენალის“ ლოგო იყო.
დანიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „არსენალის“ ლოგო არ შეუნიშნავს, თორემ ამას არ გააკეთებდა:
„ნამდვილად ვერ შევამჩნიე. ჩემი მხრიდან, სრული სისულელე იქნებოდა ამის გაკეთება, რომ მცოდნოდა. სამწუხაროა, რომ ამაზე მეკითხებიან, ასეთ სისულელეს არასდროს გავაკეთებდი“, - თქვა ფრანკმა.





