ფეხბურთი

13:48 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ შესაძლოა "ატლანტა" დატოვოს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ შესაძლოა "ატლანტა იუნაიტედი" დატოვოს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა AJC იტყობინება.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად არგენტინელი ხერარდო მარტინო დაინიშნა სიტუაცია რამდენიმე ფეხბურთელისთვის შეიცვალა, რადგან ისინი მარტინოს გეგმებში არ შედიან და კლუბი მათ გაყიდვას შეეცდება. ამ ფეხბურთელთა სიაშია საბა ლობჟანიძეც და გამოცემა ვარაუდობს, რომ ქართველი "ატლანტას" უახლოეს მომავალში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე "ატლანტას" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, ამ დროის განმავლობაში ქართველმა 86 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 15 გოლთან ერთად 17 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. საბას სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 4 მილიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094079