ფეხბურთი

12:01 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მოგებასთან ერთად ჩვენ გუნდურად ვითამაშეთ"

„ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასის ფინალშია. ჰანსი ფლიკის გუნდმა ნახევარფინალში „ბილბაო“ 5:0 გაანადგურა და ახლა ფინალში თავისი მეტოქეს ელოდება, რომელიც დღეს "რეალისა" და "ატლეტკოს" მატჩში გაირკვევა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" გერმანელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან ბედნიერი ვარ იმით რაც დრეს მოედანზე ვნახე. მოგებასთან ერთად ჩვენ გუნდურად ვითამაშეთ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია. გუნდმა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა, კარი მშრალად შევინახეთ და ეს ფაქტი თავდაჯერებულობას უფრო გვიმაღლებს.

რატომ არიყო ძირითადში იამალი? რამდენიმე დღეა ის მცირე დისკომფორტს განიცდის მარცხენა ფეხზე, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მას დასვენების საშუალება მივეცით. საქმე ტრავმასთან არ გვაქვს, უბრალოდ მაქსიმალურად უნდა გვფრთხილდეთ ასეთ სიტუაციებში", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალური მატჩი დღეს 23:00 საათზე გაიმართება, სადაც მადრიდულ დერბიში ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან, ხოლო მათ შორის გამარჯვებული ფინალში "ბარსელონას" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.17553