ფეხბურთი

2:16 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" და "მანჩესტერის" ზედიზედ მესამე ფრე, "ჩელსი" ისევ დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგაში 21-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც საინტერესოდ წარიმართა.

„მანჩესტერ სიტი“ კრიზიშია და 2026 წელს უკვე მესამე მატჩი ვერ მოიგო - ზედიზედ მესამე ფრე. პეპ გვარდიოლას გუნდი „ბრაიტონს“ ერლინგ ჰოლანდის პენალტით ამარცხებდა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე მიტომამ გაათანაბრა და მერე არაფერი შეცვლილა - 1:1.

„სიტი“ მანამდე „სანდერლენდს“ და „ჩელსის“ დაუზავდა, შედეგად, 43 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ „არსენალს“ შანსი აქვს, უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს.

„ჩელსიში“ ლიამ როსენიორის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რადგან „არისტოკრატები“ სტუმრად „ფულჰემთან“ 1:2 დამარცხდნენ. შედეგად, „ჩელსის“ მოუგებელი სერია გრძელდება და 31 ქულით უკვე მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა. „ფულჰემმა“ კი ამ გამარჯვებით 31 ქულა დააგროვა და მერვე პოზიციაზეა.

„ბორნმუთს“ გამარჯვების გოლით დაემშვიდობა ანტუან სემენიო, რომელმაც ხუთშაბათს „მანჩესტერ სიტიში“ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. იქამდე, განელმა „ტოტენჰემს“ 95-ე წუთზე გაუტანა და „ბორნმუთმა“ 3:2 გაიმარჯვა.

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ქულები დაკარგა, უგოლოდ დაუზავდა სტუმრად „კრისტალ პალასს“ და 43 ქულით მესამე ადგილზეა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დარენ ფლეტჩერის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გასავარდნ ზონაში მყოფ „ბარნლის“ ვერ მოუგო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. „იუნაიტედი“ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. „მანჩესტერისთვისაც“ ეს ზედიზედ მესამე ფრე იყო და 32 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

„ნიუკასლი“ სამჯერ აგებდა საკუთარ მოედანზე „ლიდ იუნაიტედთან“, მაგრამ სამჯერვე გაათანაბრა და ბოლოს, სულაც გამარჯვების გოლი გაიტანა - 4:3.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.162783